”ვინ არის ექიმი, რომლის გულმაც საშინელ ვირუსების შემოტევას ვეღარ გაუძლო და…” – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექიმი დღეს ტრაგიკულად დაიღუპა

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი გუნდის ერთი გამორჩეული კაცის გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას, ზურა მირიანაშვილი – ძალიან მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი “მოღადავე” ჩვენს ცენტრში, სულ გვეშინოდა ზურას „სამიზნე“ არ გავმხდარიყავით.

ნათელში იყავი ნათელო და მხიარულო კაცო. თამუნა, არც ვიცი რა გითხრა და რით განუგეშო“. – წერს პაატა იმნაძე.

Share.