თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი მიშო იაკობიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბოლო კომუნიკაცია მასსა და 23 წლის პროგრამისტს შორის 12 ივლისს შედგა. ასევე აღწერა, როდის დაიწყო დაკარგული ბაჩალიაშვილი ძებნა საკუთარი ძალებით.“ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, იქ სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და
გავემართე იმ მიმართულებით.საეჭვო ვერაფერი ვნახე. იმავე დღეს დავბრუნდი უკან.მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო” – აღნიშნა იაკობიძემ.რაც შეეხება კითხვას, თუ საიდან იცნობს ბაჩანა ლობჟანიძეს, იაკობიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტიდან.“ბაჩანაც ასევე ჩემი უნივერსიტეტელი იყო და აქედან გვქონდა შეხება ერთმანეთთან. თამარმა ბოლოს 12 ივლისს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა, მადლობა გადავუხადე, მოვიკითხე და მეტი არაფერი” – განაცხადა იაკობიძემ.როგორც ცნობილია, მიშო იაკობიძის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია ბაჩანა ლობჟანიძემ მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ იაკობიძე ბაჩალიაშვილს კარგად იცნობდა და გოგონას გაუჩინარების შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები დამოუკიდებლად დაიწყო.
წყარო:geonewest.com