“ვინ არის იცით ირაკლი მაქაცარიას სიდედრ-სიმამრი? წარმოდგენაც არ გაქვთ..” – ნახეთ ფოტოები ინტერნეტში ახლახანს გავრცელდა

0

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩაჩუას წყვილმა ყვითელი პრესა მოიცვა, 23 ივლისს კი ცნობილი წყვილი დაქორწინდა. ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას სიდედრ-სიმამრი ამის შესახებ „დაიჯესტი“ გიამბობთ:ლიზა ცნობილი დედ-მამის, ექიმ ოფთალმოლოგის, გიორგი ჩიჩუას და ტელეწამყვან ქეთი ასათიანის შვილია.

oe
ამ სტატიაში სწორედ ლიზას ოჯახის შესახებ გიამბობთ.
გიორგის და ქეთის 3 შვილი ჰყავს.
„ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი გვყავს. შუათანა გოგონა – ლიზა ჩიჩუა, ვფიქრობ, არცთუ ცუდად მღერის. ლიზა 10 წლის ასაკიდან, ყოველ შობას სამების ტაძარში გალობს შესანიშნავ მომღერალთან, თავის მასწავლებელთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად. ჩემი სამივე შვილი დაინტერესებულია მედიცინით, ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან, კლინიკაში და ოპერაციებს ესწრებიან“- ამბობს გიორგი ჩიჩუა.
ovd
ლიზას მშობლებმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს.

„1992 წლის 7 მარტს ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე მივედი. მხიარული განწყობა მქონდა, ვინაიდან ოდნავ ნასვამი ვიყავი. მრავალრიცხოვან სტუმრებში მალევე გამოვარჩიე ერთი მშვენიერი, ჩემთვის უცნობი გოგონა. გადავწყვიტე, რომ გამეცნო, მაგრამ უეცრად მარცხი განვიცადე – ღვინით სავსე ხელადას ხელი გავკარი და მთელი შიგთავსი კაბაზე გადავასხი. ამან საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია, გოგონა შეწუხდა და ღვინის ლაქების მოცილებას ცდილობდა. ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც შევიტყვე, რომ ის ჩვენი რექტორის – არჩილ ასათიანის ქალიშვილი იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი,“ – ამბობს გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია? როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

(ქეთი): ჩვენი ამ ფორმით გაცნობის მეორე დღესვე გიორგი შემხვდა სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში. მაშინ მე პირველ კურსზე ვიყავი, ხოლო გიორგი უკვე კურაციოებს გადიოდა სხვადასხვა კლინიკაში და ინსტიტუტში, ფაქტობრივად, ძალიან იშვიათად უხდებოდა ყოფნა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირად მხვდებოდა იქ.

(გიორგი): „განცდილი მარცხის“ შემდეგ უფრო მეტს ვცდილობდი, და საამისოდ მიზეზებსაც ვპოულობდი, რომ ინსტიტუტში მივსულიყავი, სადაც საკმაოდ ხშირად ვხვდებოდი ქეთუშას. მოგვიანებით, მის მიმართ ჩემი სიმპათიები, როგორც ჩანს, „უფრო მეტში“ გადაიზარდა. შემდეგ მე სწავლა განვაგრძე ასპირანტურაში, მოსკოვში, ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ასპირანტურის კურსის დასრულების შემდეგ დავბრუნდი თბილისში, მოვიპოვე DAAD-ის სტიპენდია, რაც გულისხმობდა ერთი წლის ვადით გერმანიაში, ტიუბინგენის თვალის კლინიკაში მუშაობას. ამან დააჩქარა ჩემს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ დავქორწინებულიყავი ქეთუშაზე და ახლად შექმნილი ოჯახით გავმგზავრებულიყავი გერმანიაში. ასეც მოხდა ყველაფერი.
lia
წყარო:ambavi.club

Share.