ვინ არის მამაკაცი, რომელიც ქუთაისში ქალმა სასტიკად მოკლა – ”რამდენიმე თვის წინ მას მეუღლე დაეღუპა”

0

ქუ­თა­ის­ში გო­გომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ყელი გა­მოჭ­რა. შემ­თხვე­ვა მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. მოკ­ლუ­ლი ახალგაზრდა მამაკაცი ტიტე კორ­ძა­ძეა.
მომხდარზე დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ტიტე ძამია როგორ მატკინე გული. ნათელში იყვეს ჩენი უბოროტო სული,სული მეწვის ტიტე ჩემო უბოროტო თბილო და ტკბილო…..როგორ მოგინელო”, – წერენ ფეისბუქზე.

“დაუჭრია და წასულა, ამ ბიჭს უვლია და სკამზე ჩამომჯდარა, მე როგორც გავიგე საავადმყოფოში წაუყვანიათ, სადაც უკვე გარდაცვლილა. როგორც თქვეს გოგონა, ცოლის ნათესავი იყო და ადანაშაულებდა თურმე შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე. ისიც თქვეს არტერიასთან დაჭრაო”, – აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

Share.