რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილები მარიამ სოფრომაძე და მისი დედა- ინგა ბეგაშვილი არიან
მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა.
დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის
დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ ერთი ვერსიით კი მან, თავად დარეკა პოლიციაში.