”ვხე­დავ პუ­ტი­ნის სის­ხლი­ან მა­ი­სურს, ვხე­დავ, რო­გორ მი­ა­ქა­ნე­ბენ სა­კა­ცით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში..” – ნახეთ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

0

ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენებმა ბევრს კიდევ ერთხელ გაახსენა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები, ქალბატონ ლელას ბევრი წინასწარმეტყველება უკვე ახდა.
2000 წელი, 21 მარ­ტი, სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი.
რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი გან­წი­რუ­ლია. მისი პო­ლი­ტი­კა არ გა­ა­მარ­თლებს, იმი­ტომ, რომ იგი არ არის პო­ლი­ტი­კო­სი. ის მე­ო­მა­რია. არც არა­ვის და­უგ­დებს ყურს, იგი დიქ­ტა­ტო­რია. და­ე­რე­ვა პარ­ლა­მენტს – “დუ­მას”, არ მის­ცემს არა­ვის მისი ლან­ძღვის სა­შუ­ა­ლე­ბას – პირ­და­პირ სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დის. რუ­სე­თის მთავ­რო­ბა შე­ირ­ყე­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად მო­წონთ მისი ნა­ბი­ჯე­ბი, მერე კი ყვე­ლა გამ­წარ­დე­ბა. ამა­ზე პრე­საც ალა­პა­რაკ­დე­ბა. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­საც გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს, ძა­ლი­ან გა­თავ­ხედ­დე­ბა, ბევ­რს გა­და­იმ­ტე­რებს. ამ

პი­როვ­ნე­ბა­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი სა­ტა­ნაა. ვაი ყვე­ლას! იგი დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს არა მარ­ტო მთავ­რო­ბას – კრემლს, არა­მედ რუს ხალ­ხსაც. ომს არ ამ­თავ­რებს, “ომი მო­წონს თით­ქოს!” – ასე იტყვი­ან კი­დეც. ბევ­რს და­ი­პი­რის­პი­რებს და მტრად გა­იხ­დის ძლი­ე­რებს ამ ქვეყ­ნი­სა. ჰოდა, აქე­დან და­ი­წყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. პუ­ტი­ნი არც კო­მუ­ნის­ტებს მო­წონთ მო­მა­ვალ­ში, არც დე­მოკ­რა­ტებს და არც ანარ­ქის­ტებს – ისი­ნი მო­უ­ღე­ბენ ბო­ლოს.

პუ­ტი­ნის გაქ­რო­ბით კავ­კა­სია წყნარ­დე­ბა, ასე ვთქვათ, შე­უ­რიგ­დე­ბა რუ­სეთს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად იქ­ნე­ბა.

პუ­ტი­ნის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სახე და სან­დო­მი­ა­ნი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი ეშ­მა­კი მოვა კრა­ვის ტყავ­ში გახ­ვე­უ­ლი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ: მას მოკ­ლა­ვენ მუს­ლი­მე­ბი. მოკ­ლედ რუ­სეთს რთუ­ლი დღე­ე­ბი ელის.

2001 წელი, 28 აპ­რი­ლი.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ტე­რორს მო­უ­წყო­ბენ. ვხე­დავ პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის სის­ხლი­ან მა­ი­სურს; ვხე­დავ, რო­გორ მი­ა­ქა­ნე­ბენ სა­კა­ცით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ერთი ტყვია გულ­თან გა­ივ­ლის, მე­ო­რე ფილ­ტვს უხვრეტს. ამ­ჯე­რად გა­დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე ტე­რორს კი ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა. ეს სნა­ი­პე­რია – შიგ შუბ­ლში მო­არ­ტყამს. ვხე­დავ უკან გა­და­ვარ­დნილ, მკვდარ პრე­ზი­დენტს! სა­ში­ნე­ლე­ბაა!

2013 წელი, 26 მა­ი­სი.

რუ­სეთ­ში, ვხე­დავ, ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია. პუ­ტი­ნის გუნ­დი იშ­ლე­ბა და იგი ქმნის ახალ პარ­ტი­ას, მაგ­რამ ბე­დის­წე­რას ვერ გა­ექ­ცე­ვა. პუ­ტი­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბით თა­ვად იქ­მნის პრობ­ლე­მებს და ზუს­ტად ამ პრობ­ლე­მებს შე­ე­წი­რე­ბა. ასე­ვე ჩიხ­შია მოქ­ცე­უ­ლი დღე­ვან­დე­ლი პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა – გან­სა­კუთ­რე­ბით, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კი­თხებ­ში ამე­რი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. პუ­ტი­ნი ამე­რი­კას ჰპირ­დე­ბა ერთს, მაგ­რამ აკე­თებს სხვას. რა თქმა უნდა, შე­თან­ხმე­ბუ­ლად ამე­რი­კა და რუ­სე­თი არას­დროს იმოქ­მე­დე­ბენ.

პუ­ტინ­მა უნდა იცო­დეს, რომ დრო­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნი. იცის კი­დეც, მაგ­რამ მა­ინც თა­ვის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს. რა­ტო­მაც არა, როცა მთე­ლი რუ­სე­თი მუჭ­ში ჰყავს მომ­წყვდე­უ­ლი?! მაგ­რამ…

მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, ვის რა ელის და ვინ რო­გორ და­ამ­თავ­რებს. ერ­თა­დერ­თმა მე ვიცი ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში და რა­საც ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ, ის სი­ტყვა-სი­ტყვით სრულ­დე­ბა ყო­ველ­თვის. ჰოდა, ახლა გე­უბ­ნე­ბით, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს, ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა მო­მა­ვალ­ში რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ში რრუსი ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ და… ერთ ფრა­ზას ვი­ტყვი მხო­ლოდ: მედ­ვე­დე­ვი რჩე­ბა.

Share.