რას უნდა ნიშნავდეს? ეს უბრალოდ წარმოსახვის თამაშია თუ არის ამაში რაღაც კიდევ ისეთი?
თუ თქვენ ოდესღაც დაგიკარგავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ იცით, რომ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მთელი ცხოვრება გრძნობთ მანამდე, სანამ არ დადგება ერთგვარი შვების მომენტი. და როდესაც განიცდით ახლობელი ადამიანის სიკვდილს, ის ხშირად ყველგან გეჩვენაბათ თითქოს და სიზმარშიც კი მოდის თქვენთან, წერს guff.com
ისინი გადმოგვცემენ, რომ ყველაფერი რიგზეა.
ფსიქოლოგ-მედიუმი, ლაური მური თვლის, რომ გარდაცვლილი ახლობელი ადამიანის სიზმარში ნახვა იმის ნიშანია, რომ მას სურს გადმოგცეს შეტყობინება. მაგალითად, სიზმარში გსტუმრობთ გარდაცვლილი ახლობელი იმისთვის, რათა გადმოგცეთ, რომ ის „იმ ქვეყნად“ კარგადაა.
ისინი გვერდში გვიდგანან.
ან, საყვარელი ადამიანი მოდის, გნახულობთ სიზმარში იმისთვის, რომ გითხრათ- მხარს გიჭერთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რომლებიც მისი სიკვდილის მერე მიიღეთ.
მათ უყვარხართ.
ზოგჯერ გარდაცვლილ ახლობელს უბრალოდ სურს გადმოგცეთ, რომ უყვარხართ. ძილში ასეთი სტუმრობის შემდეგ სიხარული და სიმშვიდე გეუფლებათ.
ისინი თქვენ გაფრთხილებენ.
თუმცა შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც ვერ გრძნობთ სიმშვიდეს და მის მაგივრად განიცდით შიშს ან შეშფოთებას მათი სტუმრობის გამო. ასეთ შემთხვევაში საყვარელი ადამიანი ცდილობს გაგაფრთხილოთ. ასეთ დროს ის საშიშად და „უცნაურად“ გეჩვენებათ სიზმარში.
ისინი გზას გიჩვენებენ, გხელმძღვანელობენ.
ხშირ შემთხვევაში გარდაცვლილი ადამიანი სიზმარში არ გესაუბრებათ და ამის მაგივრად თავის სათქმელს ტელეპატიურად გადმოგცემთ. თუნდაც დუმს, ესეც ერთგვარი შეტყობინებაა.
თუ ხშირად გესიზმრებათ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ლაური მური ამბობს, რომ ისინი თითქმის ყველასთან მიდიან. მაგრამ, თუ ასეთი სიზმრები არ გაქვთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალიან განიცდით მათ დაკარგვას, ან, უბრალოდ არ გახსოვთ თქვენი სიზმრები. ერთ-ერთი მეთოდი სიზმრების დამახსოვრებისა არის სიზმრების დღიურის წარმოება.
კიდევ ერთი მეთოდი სიზმარში გარდაცვლილი ახლობელი ადამიანის ნახვისა არის ძილი მის ფოტოსურათთან ერთად ან ძილის წინ მასზე ფიქრი.
წყარო: geonewest.com