ზურა დოიჯაშვილის მეგობრემა კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს და წერილი გაუგზავნეს – ნახეთ რა ეწერა წერილში

0

თბილისის მერს, კახი კალაძეს ქართველი მუსიკოსის, მომღერლის და კომპოზიტორის ზურა დოიჯაშვილის მეგობრები წერილობით მიმართავენ:
„ბატონო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდაო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი – ზურა დოიჯაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ.

რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან:

– ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ისინი 1 წლის წინ დარჩნენ ამ მდგომარეობაში და ოჯახით მოუწიათ ისრაელში გადასვლა.

ზურას ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი.

– გთხოვთ თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე, პატივისცემით ბესიკ ჩუბინიძე “, – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. მას გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული.

პეტიციას ამ დროისთვის ხელი 212-მა ადამიანმა მოაწერა. კიდევ 288 ხელმოწერაა საჭირო.

Share.