“თამაზა რა ბოროტი შურიანი და ფარისეველი ყოფილხარ… არავის ვაპატიებ ემიგრანტებზე ამ სიტყვის თქმას…”

0

პრაიმ ჰაუსის მონაწილე გურამ შეროზიასა (აუთსაიდერი) და თამაზას (ბოსი) შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ეს ყველაფერი კი თამაზას საუბარმა გამოიწვია, სადაც თამაზა გურამ შეროზიას მომხრე ემიგრანტებს “უტვინოს” უწოდებს. ამ ყველაფერმა საზოგადოებაც აღაშფოთა და გურამ შეროზიაც.
“შეგახსენებთ: ბევრი ადამიანი მწერდა, რომ ძალიან უნდოდათ მხარდაჭერა და ვერ რეკავდნენ საზღვარგარეთიდან და ვუთხარი, რომ მე თანხებს ვერ შევეხები და ერთმანეთში მოგვარდნენ…
ასევე: დეიდა მყავს ემიგრანტი, ბიძა და კიდევ უამრავი ნათესავი. დედაჩემიც იმიტომ არ გახდა ემიგრანტი, რომ 16 წლიდან მუშაობა დავიწყე, 14-15 წლის ასაკშიც ათას რამეს ვაორგანიზებდი, რომ ორი კაპიკი მეშოვა, რომ დედა გვერდით მყოლოდა და რთულად,

მაგრამ ასე შევინარჩუნეთ ერთმანეთი რაღაცნაირად…
ამიტომ, ჩემს მხარდამჭერებზე და მით უმეტეს ემიგრანტებზე – სიტყვა “უტვინოს” არავის შევარჩენ, ლაივზე მოუწევს ბოდიშის მოხდაც და წინა სეზონიდან მსგავსი კომენტარის გამო ჟიურის წევრმა როგორ დაასრულა ესეც გვახსოვს.
ძალიან, ძალიან უხერხულია მართლა.

Share.