“თბილისის მერის ახალამა გეგმამ თბილისელები ძალიან გაახარა..” – ნახეთ რის გაკეთებას აპირებს კახი კალაძე

0

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა ჩანაცვლდება. კალაძის თქმით, ძველი საბჭოთადროინდელი შენობების ნაცვლად, თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები დაიდგმება.პროექტისთვის ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი გამოიყოფა.“გვინდა, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს არსებული საყოფაცხოვრებო პირობები გავუუმჯობესოთ, ჩავანაცვლოთ დანგრეული შენობები, რომლებიც ავარიულია და მძიმე მდგომარეობაშია.

ათეულობით მილიონ ლარს ვხარჯავთ ყოველწლიურად ასეთი შენობების გამაგრებაში.შემდეგ რას ვიღებთ, გადის 5-6 წელი, ისევ ავარიული ხდება, ისევ პრობლემურია. ეს დაინგრევა, დროებით იჯარით, ორ წლის განმავლობაში, სანამ მშენებლობა განხორციელდება, ეს ოჯახები ქირით გაგვყავს და ყველაფერს ჩვენ ვიხდით, მუნიციპალიტეტი.ათიათასივე შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ორ-ოთხ წელიწადში შეუძლებელი და გამორიცხულია, ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე არქიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო:statiebi.club

Share.