ფოტო თემატურადაა შერჩეული
აშშ-ში, ფლორიდის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ავარია ქალაქ ბოკა რატონში, პარასკევს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. abcnews-ის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის კადრები მედიაში ვრცელდება. როგორც კადრებიდან ჩანს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი ავტომობილებსაც გაუჩნდათ.
ინფორმაცია განახლებადია.