მომღერალი ლოლა წერეთელი წლების წინ სულ სხვანაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 75 კილოგრამი დაიკლო, სამჯერ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და გაიკეთა ტუჩი, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სიყვარულის შესანარჩუნებლად. ის გიორგი წერეთელს დაშორდა და კაცს ახლა სხვა ქალი უყვარს.
ლოლა წერეთელმა აღნიშნა, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაცია და რინოპლასტიკა პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.
„შეყვარებული ვიყავი ძალიან, ესეც დიდი სტიმული იყო. პლასტიკური ქირურგია სიყვარულის გამოც „მოსულა“, მაგრამ მე მარტო ის გავიგე, რომ ადამიანს თუ არ უყვარხარ, გინდ მერლინ მონრო იყო, მაინც ვერაფერი ვერ შველის. მთავარია, ადამიანი თავის თავთან დარჩეს მართალი, ნამდვილი. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ქალმა, ჯერ თავისი თავი უნდა უყვარდეს და შემდეგ მეორე ნახევარი… ახლა მაქვს ის ეტაპი, რომ აუცილებლად უნდა ვიყო ჯანმრთელი და ბედნიერი. მთავარია, ქალს ბედნიერი თვალები ჰქონდეს”, – ამბობს ლოლა წერეთელი. ასევე მისი თქმით,
ლოლა წერეთელი წლების წინ
გათხოვებამდე სამჯერ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და წონაში 35 კილოგრამი, ჯამში კი 75 კილოგრამი დაიკლო. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი დაინგრა, გიორგი წერეთელს ახალი რჩეული ჰყავს. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა.