”თმით იჭერდა და ისე სცემდა! – 11 წლის ბავშვს რომელმაც თავი მოიკლა დედა სასტიკად სცემდა ხოლმე!” – ნახეთ ბებიის შოკისმომგვრელი განცხადება

0

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორ “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, 12 წლის მოზარდის, ს.ტ-ს მშობლები ნინო ხარებოვი და ზვიად ტურაშვილი, დაახლოებით 4 წლის წინ დაშორდნენ. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, მოზარდის დედამ საკუთარი მეუღლე, შვილების თვალწინ, ფეხის არეში დანით დაჭრა. მომხდარის შემდეგ ორივე არასრულწლოვანი საცხოვრებლად მამის ოჯახში წაიყვანეს, თუმცა, 2 წლის წინ, ბებიამ და პაპამ, ბიჭი დედასთან დააბრუნეს, გოგონა კი თავისთან დაიტოვეს.

გარდაცვლილის მამა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და იქ მუშაობს. შვილის გარდაცვალების შესახებ მას ინფორმაცია სწორედ უკრაინაში შეიტყო.

„რეგიონულ კვირას“ ბავშვის ბებია ლელა ილარიანი უყვება, რომ დედა შვილს სასტიკად ეპყრობოდა, სცემდა, ფიზიკურად ამუშავებდა, ტყიდან შეშას მოტანას მარტოს აიძულებდა. მისი თქმით, ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია მან უმცროსი შვილიშვილისგან გაიგო. ამ ფაქტს ადასტურებს გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დაც.

“როგორც გავიგე ქმარზეც ძალადობდა, დაუჭრია კიდეც ჩემი შვილი. მალავდა ჩემი ბიჭი ამ ამბავს, არ გვიმხელდა. გარდა ამისა ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, ემუქრებოდა, რომ ჩამოხვალ მოგკლავო. დაშორების შემდეგ ეს ქალი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და ბავშვები ჩემთან დატოვა. არ შემეძლო ორივესთვის მომევლო, ჯანიც არ მაქვს… თურქეთიდან დაბრუნებულმა ბიჭი თავისთან წაიყვანა, მაგრამ ბავშვი მაინც ხშირად მოდიოდა ჩვენთან. თვითონ არაფერს გვიყვებოდა, მაგრამ მეორე შვილიშვილისგან ვიცი, რომ დედა მაგრად სცემდა ორივეს, განსაკუთრებით ბიჭს“, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბებია.

წყარო: ambicia.ge

Share.