აფხაზეთში, მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ გოგონების ბებია, ახლაც საავადმყოფოში წევს. 5 გარდაცვლილი ანგელოზის, 26 წლის დედა და 35 წლის მამა, საბერიოში ნათესავის სახლში არის. მათ იქამდე, კოვიდის პერიოდში პატარა ბიჭიც დაკარგეს… ამბობენ, რომ მეექვსე მტრედი სწორედ ამის ნიშანია…
იქამდე ოჯახის ახლობელი, იმ საზარელ დღეზე ჰყვება.
„ბებოს საახალწლოდ ბავშვებისთვის ნაძვის ხის ქვემოთ, სათამაშოები დაუხვედრებია, ლუკმას არ იდებდა პირში, სულ აფხაზეთიდან ჩანთით სოფლის ნობათი გადაჰქონდა მათთვის. როგორც წესი, დილით ყველა ოჯახში ინთება ცეცხლი. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და არ შეიძლება… როდესაც ბავშვების ძვლებს მიაგნეს, ორი პატარა ლოგინის ქვეშ შემძვრალა, პამპერსით იცნეს, ხოლო ერთს, მეორე კალთაში ეწვა ისეთ მდგომარეობაში იყო… ბებოს კივილზე მალევე მოვიდნენ მეზობლებიც, თუმცა იქ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო…
ახლა, როგორც კი გამოეღვიძება იძახის, ბავშვები მომიყვანეთო, ეგრევე კივილს იწყებს და დამამშვიდებელს უკეთებენ, აძინებენ…
დაკრძალვის დღეს, რომ მოვიდა მტრედები, მის მერე ბავშვების კუთხეს არ შორდება…“- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ახლობელი.
წყარო: savednwes.cc