“თურმე უნდა მოვკვდეთ და ჩამოგვასვენონ. მინდა დიდი მოკრძალებით ვუთხრა ყველას…”

0

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მე წავიკითხე პოსტი ირაკლი ოქრუაშვილზე, თურმე ვიღაცამ დააჰაჰავა, რადგან ის დაბრუნდა საქართველოში. თურმე უნდა მოვკვდეთ და ჩამოგვასვენონ მერე ნახევარი საათით ფარისევლური ცრემლები რომ გადმოყარონ, ისიც სხვის დასანახად , რა თქმა უნდა, არ მყავს მხედველობაში ის თბილი ქართველები ვინც გულწრფელად გვეფერებიან და ისინი არიან უმრავლესობა. ღმერთს მადლობა ამისთვის.

დიდი მოკრძალებით მინდა ვუთხრა ყველას. სადაც მე ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე, ეს იყო ირპენი , სანგრები, დაზვერვის 4 დღე და ღამე , 50 მეტრში რუსი ფაშისტები, და კიდევ ბევრი ასეთი ადგილი სადაც გადარჩენის 2 % ზე ნაკლებია, იგივე ელისაშვილზე შემიძლია ვთქვა. და ყველა მებრძოლზე, ვინც თუნდაც ერთხელ იყო ბრძოლის ხაზზე. მოდით ჰაჰავისტებო და ლვოვში მაინც ჩამოდით, ისე ნუ გგონიათ იქ არაფერი ხდებოდა. იქ, სადაც ჩვენ ჩამოსვლის პირველი ღამეები გავატარეთ, ჩვენი წამოსვლის შემდეგ დაიბომბა და რომელ შენობაში და საწოლზე 3 ღამე მიძინა ქვესკნელში ჩაიტანა. ხო და ჰაჰავისტებო არც ლვივში ჩახვიდეთ რადგან შარვლებს დასვრით. აღარ მოვყვები ჩვენ ბიჭებზე ჩვენ ჯგუფზე რა ჯოჯოხეთიც გავიარეთ უკვე მერამდენჯერ. რას გადავურჩით, მე ცეცემ, ქაცარავამ და ყველა იმ ბიჭებმა ვინც ეს 42 დღე ომის ხაზზე ვართ.
ჰაჰავისტებო, ყოველთვის ვერიდები ცუდი სიტყვებით შეგამკოთ. გთხოვთ აქ წამოსულ ნებისმიერ ქართველს თუ არ ეფერებით, ეგ თითები მაინც მოაშორეთ კლავიატურას.“

Share.