“თუ “ძველი” ფულის მიღებაზე უარს გეუბნებიან აი რა უნდა გააკეთოთ..” – ნახეთ სინამდვილეში, რომელი ბანკნოტებია ამოღებული მიმოქცევიდან

0

1-ელი იანვრიდან 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტები აღარ გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ მას არცერთი სალარო აღარ მიიღებს და მათი საშუალებით ვეღარფერს გადაიხდით. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ბევრ სავაჭრო ობიექტში არასწორად გაიგეს. ამის გამო რამდენიმე დღეა უამრავი მომხმარებელი გამოხატავს უკმაყოფილებას და ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტებში, მაღაზიებში ძველი დიზაინის მქონე არცერთ ბანკნოტს აღარ იღებენ. ანუ უარს ამბობენ მიიღონ არათუ 1995-1999 წლის, არამედ 2000 წლის ზემოთ გამოშვებული, შედარებით მოძველებული დიზაინის, ე.წ. ძველი ფული. არადა 2000 წლიდან გამოშვებული ლარის ბანკნოტები უამრავია მიმოქცევაში და რა თქმა უნდა,

ძალიან დიდი დისკომფორტია მოქალაქისთვის, რომელსაც ფულის მიღებაზე სალაროში უარს ეუბნებიან.

“ეროვნული ბანკის განცხადებაში გარკვევით წერია, რომ მხოლოდ 1995 და 1999 წლების ბანკნოტებია მიმოქცევიდან ამოღებული. 2000 წლიდან ზემოთ, ნებისმიერი ნომინალის ბანკნოტი ჩვეულებრივად გამოიყენება და კანონით, მას მსყიდველობითი უნარი აქვს.” – გვითხრეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, უამრავი ადამიანი და მაღაზიის წარმომადგენელი რეკავს იმავე პრობლემით, კიდევ ერთხელ განმარტებით კი პრობლემა ხშირად გვარდება. ამბობენ, რომ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა ინფორმაცია არასწორად გაიგეს. ბანკის განცხადებით, მათ წინასწ

არ ჰქონდათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებთან კომუნიკაცია და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეზღუდვა 2000 წლიდან გამოშვებულ ბანკნოტებს არ ეხება.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე ამბობს, რომ საჭიროა ინფორმაციის კიდევ უფრო მასშტაბურად გავრცელება, რომ გაუგებრობა თავიდან ავირიდოთ. მისივე განცხადებით, საქართველოში არ არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რაც ძალიან ხშირად ქმნის პრობლემას.

თუ მომხმარებელს კონკრეტულ ობიექტში ფულის მიღებაზე უარს ეუბნებიან:
მან აუცილებლად უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნომერზე: 322 406 406. ისინი კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ 1995 და 1999 წელს გამოშვებულ ბანკნოტებს ეხება და შესაბამის კანონზეც მიგითითებენ.
გარდა ამისა, ნებისმიერ ბანკნოტს აწერია გამოშვების წელი და შეგიძლიათ, შეამოწმოთ. 2000 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ბანკნოტი მსიყდველუნარიანია.
ან შებრძანდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე, moneymuseum.nbg.gov.ge-ზე და შეამოწმოთ, ვიზუალურად, რა განსხვავებაა სხვადასხვა წლის ბანკნოტებს შორის.
იმ ადამიანებს კი, ვისაც მხოლოდ 1995 და 1999 წლის ბანკნოტები აქვთ, ფულის გადაცვლა შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72).

Share.