“ითოვებს გადაუღებლად და იქნება…” – ნახეთ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ქ. თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. ამინდი.ჯი-ზე დაყრდნობით კი უმეტეს ქალაქებში იქნება ხშირი თოვლი. ბაკურიანში მინიმუმ მთელი კვირით ინტენსიური თოვაა გამოცხადებული. თბილისში დაახლოებით 26 მარტიდან ცოტა დათბება. დაახლოებით იგივე დროს დათბება სხვა ქალაქებშიც.
წყარო: dainteresdi.club

Share.