“იქნება თოვლი და ძლიერი ყინვები..” – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, ნახეთ უახლესი პროგნოზი

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. დროგამოშვებით, იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.
15-18 იანვარს კოლხეთის დაბლობზე, ღამის საათებში, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც, შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
წყარო:tbilisitv.club

Share.