ქრისტინა სურგულაძე, რომელიც რანდენიმე დღის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც ახალი კორონავირუსი მძინვარებს, სოციალურ ქსელში თავისი თვლით ნანახსა და განცდილს აზიარებს:
“ექვსი ძალიან გრძელი და დამღლელი თვე გავატარე ჩინეთში. უკიდურესად გულწრფელი რომ ვიყო, უდიდესი სტრესისა და კულტურული შოკების ფონზე თავად ქვეყნის შეყვარება ვერ შევძელი. ვერც იმ ქალაქის, რომელშიც ვცხოვრობდი და დიდად ვერც იმ ქუჩების, რომლებზეც დავდიოდი.
სამაგიეროდ ის შემიყვარდა, ვინც ამ ფოტოზეა. ისინიც, ვინც ამ ფოტოს მიღმაა. ის პატრები, რომლებსაც ჯერ გააზრებული არ აქვთ, რომ სამყარო ძალიან დიდია. ამ პატარებმა მსოფლიოს სხვა სიბოროტეზე ჯერ არაფერი იციან. არაფერი იციან საქართველოზე, სადაც ხალხი წერს, ყველა ჩინელი მოკვდესო, ამოწყდესო, ბინძურებიო, ყველაფერის ჭამიებიო. ამ დროს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მთელი ჩინეთი ყველაფრის მჭამელი სულაც არაა. მიუხედავად ბევრი ბევრი ხარვეზისა და სიცუდისა, უმეტეს შემთხვევბში ეს ქვეყანა დასავლური მედიის მსხვერპლია.
კი, ჩვენ ყველანი განვიცდით იმას, რომ ერთ დღეს ვირუსი აქ რომ შემოვარდეს, თავს ვერაფრით დავიცავთ, რომ შესაძლოა დაგვეხოცონ საყვარელი ადამიანები და დავიცოხოთ ჩვენც, მაგრამ ერთი წამით შეხედეთ ამ ფოტოს, პატარა ოთხი წლის სოფიას მოსკუპნულ ცხვირსა და ჭკვიან თვალებს და დაფიქრდით, ნუთუ სირცხვილი არ გწვავთ იმის გამო, რასაც წერთ, რასაც ფიქრობთ და ამბობთ.
ყველა ჩინელში ეს პატარაც შედის, დანარჩენებიც და ყოველდღე გული მისკდება მათ გამო. ჩვენ ყველა ვდარდობთ ჩვენს ქვეყანასა და საყვარელ ადმიანებზე, მაგრამ იქ ადამიანები კვდებიან, ადამიანებო! თუ არ განიცდით მაინც ამას, იქნებ უარესი მაინც არ უსურვოთ.
ნუ გაავრცელებთ ბოროტებას, ეს მიგვიყვანს უარეს შედეგებამდე” – წერს ქრისტინა სურგულაძე.