“კაცმა რომელმაც მის ცოლს ყელი გამოჭრა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა..” – ნახეთ რა ელის დამნაშავეს

0

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს – როინ მე­ბო­ნი­ას აღ­კვე­თის ღი­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.
აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.
დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მე­ბო­ნი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას და­ე­თან­ხმა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, როინ მე­ბო­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს. ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს არ უარ­ყოფს, მაგ­რამ მისი ფი­სი­ქი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის ფაქ­ტებს ვერ იხ­სე­ნებს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­საკ­ვლე­ვია.

ცნო­ბის­თვის, 21 მა­ისს, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რავ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, როინ მე­ბო­ნი­ამ მე­უღ­ლეს სოფი კვა­რა­ცხე­ლი­ას არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

როინ მე­ბო­ნი­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
წყარო:ambavi.club

Share.