კიდევ ერთი ტრაგედია, აბაშაში 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო – მან წერილი დატოვა, რომელშიც ოჯახზე წერს

0

წუხელ აბაშაში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გოგონამ წერილი დატოვა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. წერილში მოზარდი ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„შეჩერდით“, – მოუწოდებენ ფსიქოლოგები საზოგადოებას, როცა საქმე სუიციდის რომანტიზებას ეხება.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ თემის კამპანიური ხასიათით წარმოჩენა ძალიან სახიფათო და გადამდებია.
„ყველას მიღმა რჩება სკოლაში დარჩენილი ბავშვები, მათ გარშემო კიდევ სოციუმი. ურთულესი ასაკი და პერიოდია, როდესაც ბავშვი აქამდე მიდის. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. დანარჩენ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ. არაფრით არ შეიძლება უფროსების მხრიდან უსუსურობის ფრქვევა, გამოუვალობის“, -ამბობს ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე.

პრაიმ ტაიმი

Share.