დაიბადა 1927 წელს ფოთში და 1944 წელს დაამთავრა ფოთის #1 საშუალო სკოლა.
1965-72 წწ – იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
1987-1990 წწ – იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე.
1989 წლიდან 2005 წლამდე – გორის ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი და ამ ინსტიტუტისთვის უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების ორგანიზატორი.
მას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, მათ შორის, 12 მონოგრაფია და უმაღლესი სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელო.
გედევან ხელაია დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
გედევან ხელაიას 15 თებერვალს დაკრძალავენ. გამოსვენება საბურთალოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძრიდან 14:00 საათზე.