კორონავირუსით დაავადებული 39 წლის პაციენტი ქალი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

0

კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის პაციენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოდან მიართვას საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ მათ არ დაემართებათ ინფექცია. პაციენტი საზოგადოებას ურჩევს, დაიცვან დისტანცია. ვიდეო კი სწორედ იმისთვის ჩაწერა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუფრთხილდეს თავს.

ის საკუთარ სიმპტომებს დეტალურად აღწერს: ამბობს, რომ უჭირს სუნთქვა და აქვს ძლიერი ხველა. დაავადებული ქალი აღნიშნავს, რომ რასაც კორონავირუსზე ამბობდნენ, გადაჭარბებული ეგონა, თუმცა, ახლა ასე აღარ ფიქრობს.
ამ ვიდეოს ჩაწერიდან მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია , რომ ის თავს უკეთ გრძნობს.ვიდეოს სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით 3000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 140-ზე მეტი კი გარდაიცვალა.

Share.