“ლელა წურწუმია კლინიკაში გადაიყვანეს..” – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს მამულიჩა

0

როგორც ცნობილია, მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ჩვენთან საუბარში კლინიკის დირექტორის მოადგილე, ლალი ტურძელაძე აცხადებს, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.
ლელა წურწუმიას ომიკრონის შტამი დაუდასტურდა.

“ლელა წურწუმიას ომიკრონი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავს ნორმალურად გრძნობს.” – აცხადებს ლალი ტურძელაძე.
ცნობისთვის, მომღერალმა 15 აპრილს, ვარციხის მარანში დაგეგმილი კონცერტი გადადო – ამის შესახებ ინფორმაცია ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.„მეგობრებო გილოცავთ ხარებას ამ კოვიდმა მე მგონი ბოლო კუდი მოისროლა და ლელასთან მოვიდა 15 აპრილის კონცერტი ვარციხის მარანში, გადაიდო 30 აპრილს….“, – წერს კახა მამულაშვილი.

Share.