“ლოცულობთ, წმინდა ცეცხლი მიგაქვთ მოსკოვში, ამავდროულად თქვენს რაკეტებს სამი თვის ბავშვი ეწირება” – მაქსიმ გალკინი

0

რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი ოდესაში დაბომბვების დროს 3 თვის ბავშვის მკვლელობას გამოეხმაურა და რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.
მისი თქმით, რუსები მშვიდობისთვის ლოცულობს, მათ რაკეტას კი 3 თვის ბავშვის სიცოცხლე ეწირება.

„თქვენ თან მშვიდობისთვის ლოცულობთ და მიგაქვთ წმინდა ცეცხლი მოსკოვში და ამავდროულად, აგზავნით რაკეტებს ოდესაში, რის შედეგადაც სამი თვის ბავშვი იღუპება. თუ ამჯერადაც ჩვენ არ ვყოფილვართ?“- აცხადებს გალკინი.

Share.