რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ევროპის 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
“ქართველი ხალხი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სიამაყის და სიხარულის ცრემლებით მიესალმა. დიდი სიყვარული და პატივისცემა ამ ბიჭებს, რადგან მათ შეძლეს ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ყველა ელოდებოდა.
ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია! მათთვის ვლოცულობ და ვამაყობ. ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს, როგორც ჩემი შვილები, ძმისშვილები და ოჯახი. მათ წინაშე ქედს ვიხრი. მადლობა ღმერთს, ქართველი ვარ”, – განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.
წყარო: sport24.ge