მამამ, რომლის 31 წლის შვილი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო – კიდევ ერთი შემზარავი ოჯახური ტრაგედია საქართველოში

0

რამდენიმე დღის წინ მტკვარში ნაპოვნი 31 წლის ვეფხია ხაჩიძის მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცმა თავი შვილის დასაფლავების შემდეგ ჩამოიხრჩო.
წინა კვირას, 18 აგვისტოს, სახლიდან გავიდა 31 წლის ვეფხია ხაჩიძე და გაუჩინარდა. ხაჩიძის მამა აცხადებდა, რომ მისი შვილი სახლიდან გასვლის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც რაიმე პრობლემა ჰქონია.

რამდენიმე დღიანი სამძებრო მოქმედებების შედეგად, მტკვარში 20 აგვიტოს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

hotnews.ge

Share.