კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ მოდელ, უმშვენიერეს ელენე ეპიტაშვილზე იქორწინა.
გიორგისა და ელენეს პირველი შვილი შეეძინათ. ქალიშვილს კი
ენი დაარქვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გიორგი მამარდაშვილმა, უფრო ადრე კი Geo Team-მა გაავრცელა.
გიორგი მამარდაშვილმა ასევე შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო საზოგადოებას გაუზიარა:
„მივესალმოთ ენი მამარდაშვილის მშობლებს… გიორგი და ელენესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო“, – წერს Geo Team-ი.