მსახიობი და სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მას უამრავი ადამიანი დაემშვიდობა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალ ,,სარკეს” სოსო ჯაჭვლიანმა ასეთი რამ უამბო:„ისეთ სიზმრებს ვნახულობ, ყველა რომ ფურცელზე გადავიტანო, ტომეულები გამოვა. ხშირად ვხედავ მიცვალებულებს, რომლებსაც ვესაუბრები. სპიტაკის მიწისძვრის წინა ღამეს სიზმარში ვნახე, რომ ენგური შავი და ადიდებული მოდიოდა. ორივე ნაპირას კი ზეწარგადაფარებული ცხედრები ესვენა.
ერთხელ, საზღვარგარეთ შეჯიბრზე წასვლის წინ აგარაკზე წავედი. უცხოეთიდან 7 დღის შემდეგ დავბრუნდი და ისევ აგარაკზე წავედი. გიამ, ვინც ჩემს აგარაკს უვლის, მითხრა, ძაღლი კვდებაო. მაშინვე ვეტექიმთან წავიყვანეთ და აღმოჩნდა, რომ ცოფი სჭირდა. გიამ თქვა, ამასწინათ რომ იყავი, ძაღლმა შენს უმცროს ბიჭს თითზე უკბინაო. შეშინებულმა მთელი ოჯახი ავცერი და თავადაც ავიცერი. ხომ შეიძლებოდა უცხოეთიდან მალე არ ჩამოვსულიყავი და უბედურება მომხდარიყო? მაგრამ არ გვეწერა.