“მამის ცხედარს იყო გადამხობილი ორივე შვილი..” – ნახეთ ვინ იყო ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც მამის და შვილების თვალწინ სასტიკად მოკლეს

0

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს.

როგორც მთავარმა არხმა გაავრცელა, დაღუპულს 17-ამდე ჭრილობა ნათლულმა და ნათლულის მეგობრებმა მიაყენეს.“ორივე ბავშვი და მამა შეესწრო, ჩემი თვალით ვნახე ორივე ბავშვი მამის ცხედარზე იყო გადამხობილი,” – აცხადებს ადგილობრივი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო:daqali.club

Share.