”მანქანაში გურამ ამირხანაშვილს სცემეს და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონით გადაიღეს ყველაფერი…” – სკანდალური ინფორმაცია რომელიც გავრცელდა

0

ხიდზე ინდიციდენტის შემდეგ ტოიოტა ქამრის ავტომობილი ჯერ თბილისისკენ წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა და დადგა იქ, საითკენაც ბიჭები გაიქცნენ. მანქანა გაჩერდა ფერად შენობასთან. სწორედ ფერადი შენობის გვერდით იმალებოდა გური ამიხრანაშვილი, რომელიც მდევრებმა “ტოიოტა ქამრის” მგზავრებმა, ვახო ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, არჩილ გაგნიძემ დამალული იპოვეს. ავტომობილში ასევე იმყოფებოდა, ორი არასლურწლოვანი 17 წლის ა.ქ. და ზ.ხ.
პოვნის შემდეგ, გური ამიხრანაშვილს, არჩილ გაგნიძე და ვასილ მხარაძე სხვების დახმარებით ძალის გამოყენებით სვამენ ავტომობილში და მოჰყავთ თბილისისკენ.

“ექსპრესნიუსის” იფნრომაციით, გზაში გური ამიხრანაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც “ტოიოტა ქამრში” მსხდომი პირები ახორციელებენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამ ზეწოლას მობილური ტელეფონით იღებს. თბილისთან შემოსასვლელში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამირხანაშვილზე ხორციელდება, სექსუალური ხასიათის ზეწოლა, რომელიც ასევე ერთ-ერთი არასრულწლოვანის მიერ გადაღებულია იმავე ტელეფონზე. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მობილური ტელეფონი საქმეში არ არსებობს და ის გამქრალია. “ექსპრესნიუსის” ინფორმაციით, გამოძიება ეძებს ტელეფონს, და ცდილობს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებეულებები მიიღოს.
წყარო:tavisufleba.club

Share.