“მანქანა მთლიანად დაცხრილულია..” – ნახეთ ვინ არის კაცი, რომლის ავტომობილსაც 60 ტყვია ესროლეს და გადარჩა თუ არა იგი?

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში მცხოვრებ ადალათ ჩობანოვის მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც მისმა ახლობლებმა “მთავარ არხს” უთხრეს, შეიარაღებულმა პირებმა მანქანის მიმართულებით 60-მდე გასროლა განახორციელეს, თუმცა ავტომობილს 20-მდე ტყვია მოხვდა. ცნობილია,

რომ მანქანის მფლობელმა შემთხვევის ადგილი უვნებლად დატოვა.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და გამოძიება დაიწყო.

Share.