მაპატიე დედი, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან..” – ნახეთ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს

0

„მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან“ – საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილს დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს.
„დე, ორი ჯოჯოხეთური წელი გავიდა, რაც შენი ხმა არ გამიგია და თვალებს არ უნახიხარ. ნუთუ წყეული არ იქნებიან შენი მკვლელები. უკუნითი უკუნისამდე და ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება.
მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე“. – წერს თეონა თამაზაშვილი.

2020 წლის 18 ივლისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, ახალგაზრდა პროგრამისტი რამდენიმე დღეში ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს პროკურატურამ საქმე დახურა და განაცხადა, რომ: “მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან თავი თვითმკვლელობით დაასრულა”.

Share.