“მარტოობაში ვატარებ ამ ცხოვრების ეტაპს, იმდენი ხალხი დამეკარგა..” – ნახეთ ლევან კბილაშვილის ბოლო ინტერვიუ

0

რამდენიმე თვის წინ, ლევანმა „პოსტ ტვ“-ის ეთერში გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ კარიერის შესახებ ისაუბრა და პირად ცხოვრებაზეც ილაპარაკა.
ჩემი ოცნებაა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩავატარო კონცერტი. ვერ წარმომიდგენია აქ რა იქნება. მაგრამ იქ, როცა ამდენი უცხო ადამიანი, არაქართველი მოდის შენთან და მღერის… აი ამით ვცხოვრობ, მართლა ამით ვცხოვრობ, სხვა არაფერი არ გამაჩნია.

ამ ცხოვრების ეტაპს, რასაც გავდივარ მარტოობაში გავდივარ… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხია ჩემ გარშემო, იქ რომ ვცხოვრობ მაქვს განცდა მარტოობისა. აი ამ მარტოობის დროს და აი ამ განცდის დროს, ყოველთვის სასწაულებრივად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ცვლიან მთლიან ფონს ჩემს ცხოვრებაში.

ასეთი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში და მე ვერ გამოვყოფ. შეიძლება გამოვყო დედა. არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ არ მირეკავს, საერთოდ ზარი არ არის… ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ჰგონია რომ დაკავებული ვარ. ჰგონიათ, რომ მე რაღაცებს მივაღწიე, იმდენი ხალხი დამეკარგა. ხანდახან არის მომენტი, როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დარეკოს და იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება.

არიან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხელს მკიდებენ, როცა უნდა დავდგე, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. მადლობა უფალს. სულ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი მადლი უფლისგან ჩემთვის არის ადამიანი. ადამიანი, რომელიც ჩნდება ყოველთვის იმ მომენტში, როდესაც მგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია,“ – აღნიშნა ლევან კბილაშვილმა.

Share.