“მაღაზიაში სალაროსთან მიცვალებული ესვენა,ჩემი 8 წლის გოგო შევაგზავნე პურზე და ზედ წააწყდა ბავშვი მიცვალებულს. ძლივს გამოვიყვანე შოკიდან..”

0

სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ხაშურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რის შესახებაც ჟურნალი “სარკე” წერს. მათი ინფორმაციით გუშინ ხაშურის მაგნიტში კაცი გარდაიცვალა, რომელიც იქვე სალაროსთან ესვენა და მაღაზია მაინც აგრძელებდა მუშაობას, ზუსტად ეს გახდა ხალხის პროტესტის მიზეზი.
“ხალხო, ეს რა ვნახე ხაშურში. ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე რომ “მაგნატია”, სალორებთან ესვენა მიცვალებული და მაღაზია სრულიად ჩვეულებრივად ვაჭრობდა.

6 წლის ბავშვით ვიყავი, კიდევ კარგი, ვერ დაინახა. საშინელი სანახავი იყო, წარმოუდგენელი. მგონია, მომელანდა. ასეთი რა ვაჭრის სული უნდა გედგას, რომ ორი საათით ვაჭრობას ვერ შეელიო?! მაგათი 20 თეთრით დაბალი ფასების. მაგის მეპატრონე უკრაინაზე ალბათ აცრემლებული ლაპარაკობს. ფუჰ… უგულოები. გარდაცვლილ ძაღლს მეტი მწუხარებით ექცევიან ადამიანები… ზეწარგადაფარებული იწვა, გაშავებული ხელები უჩანდა”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ის, ადამიანები, ვინც ამ ტრაგედიას შეესწრნენ, წერენ:
“გარედან რა ჩანდა, შიგნით მკვდარი იწვა თუ არა, ჩემი 8 წლის გოგო შევაგზავნე პურზე და ზედ წააწყდა ბავშვი მკვდარს. ძლივს გამოვიყვანე შოკიდან. გუშინ არ მქონდა მაგის თავი, დღეს მიიღებენ საკადრის პასუხს… აბა, რომ არ ევაჭრათ, გაკოტრდებოდნენ და რა ეშველებოდათ”.
“გოგოები, მოლარეები ტიროდნენ, შოკი იმათი უნდა გენახათ. ნუ განსჯით მომსახურე პერსონალს, იძულებულები იყვნენ, მიეხედათ ხალხისთვის. გარდაიცვალა ადამიანი და შოკი ეგაა”.

რამაზ გელაშვილი, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, წერს:
“თავს დასტრიალებდენ მოლარეები, კოსულტანტები, მენეჯერები. იქ ვიყავი, რომ დავარდა. მოლარეები ნიშადურის სპირტით, წყლით ცდილობდნენ, გადაერჩინათ. მოვიდა 12 წუთის მერე სასწრაფო და დააფიქსირა გარდაცვალება. ხელს ვერ ახლებდნენ, სანამ პოლიციელი კრიმინალისტები არ მორჩებოდნენ თავიანთ საქმეს…
იცით, რა კეთილ საქმებს აკეთებენ, “ავღანიჩები” (მეპატრონეები)… 2021 წლის ნოემბერში ბორჯომში ქირით მცხოვრებ 157 ოჯახს პროდუქტებით დაეხმარა, ახალ წელს კი იმ ოჯახს ქირა 250 ლარი გადაუხადა, საახაწლო საჩუქარი გაუკეთა პროდიკტების სახით, ბევრ გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებიან, “ავღანიჩები”, ასეთი ესემესი არ ეკუთვნით

შენიშვნა – ფოტოსურათი არ ასახავს სტატიაში მოცემულ სიტუაციას!
წყარო:dainteresdi.club

Share.