”მდგომარეობა რო დამძიმდა, ექიმები ამბობდნენ ანიტას გადარჩენის შანსი 0%-იაო, მაგრამ…” – ნახეთ როგორია ანიტას მდგომარეობა ახლა

0

შუადღე მშვიდობისა, მეგობრებო.
ანიტას დილანდელი ამბებიდან:
შეგახსენებთ, რომ როცა პირველად ანიტას მდგომარეობა დამძიმდა – ექიმები მისი გადარჩენის შანსს 0%- ით აფასებდნენ. მაგრამ, მოხდა სასწაული და იმ ექიმის შეუპოვრობის წყალობით, ვინც დაახლოებით 1 სთ-ს განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდა ჩვენ გოგოს და თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვის შემწეობით – ანიტამ შემდგომში კიდევ ერთ პროცედურას ( ეკმოს დაყენება ) და ოპერაციას ( ფილტვების სისხლისგან და სითხისგან ამოსუფთავება და ეკმოს ჩადგმა ) გაუძლო.
ექიმი ბალაკრიშნანის თქმით, ოპერაცია იყო ურთულესი და მისი დასრულების შემდეგ ანიტას შანსებს აფასებედნენ -50%-50%ზე.
გუშინ მოხდა დიალიზის გადასხმა, რაც ანიტამ კარგად გადაიტანა.
მაჩვენებლები პოსტ- ოპერაციული მდგომარეობისთვის შესაბამის ნორმაში იყო.
ხშირად აღვიძებდნენ გულის მუშაობის შესამოწმებლად და გულის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ.
დღეს უკვე ექიმი ბალაკრიშნანის თქმით უკეთესი მდგომარეობაა.
მუცელსა და ფილტვებში სითხის რაოდენობამ იკლო.
ჩვენი გოგოც, როცა ღვიძავს, ჩურჩულით ახერხებს:
დედიკოს და მამიკოს შეატყობინოს, რომ ორივე უყვარს …
…რომ გაბრაზებულია ექიმებზე.
…ახერხებს, რომ, ბ-ნ არჩილს “შესჩივლოს” და აჩვენოს ფუფუები ხელებზე.
…რომ მოითხოვოს “მატყუარა” და მოითხოვოს შუქის გათიშვა, რადგან არ სიამოვნებს მის პრინცესულ თვალებს, თან არა მხოლოდ მის საწოლთან, არამედ მთლიან ბლოკში.

დიალიზის გადასხმა გრძელდება და ელოდებიან ბრონქოსკოპიის და სისხლის ანალიზის პასუხებს, სხვა ინფექციის არსებობის გადასამოწმებლად და შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად.

გმადლობთ, თქვენი სიტყვის ძალით და რწმენით ანიტასისთვის მოფიქრალო ადამიანებო.

მადლობა ვუთხრათ ღმერთს, იმისთვის, რომ გვისმენს და არ გვტოვებს.

და გთხოვთ, გთხოვთ, აუცილებლად განვაგრძოთ ლოცვა.
( ნათლობის სახელი ანიტა)

Share.