“მეთვრამეტე ციხეში ადამიანთა წამება, წამალსაც არ აწვდიან, პატიმრები ტკივილისგან ხორცს იჭამენ..” – ნახეთ კუბლაშვილის სკანდალური წერილი, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა

0

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის ოქტომბერში, წერდა, რომ მე-18 დაწესებულებში ადამიანთა წამება ხდება, მათ არ მიეწოდებათ მედიკამენტები, თუ პატრონი არ ჰყავთ, განწირულები არიან.
დღეს, როცა აქტიურად განიხილება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში და ერთხმად გვიმტკიცებენ, რომ ყველა საჭირო პირობაა იქ შექმნილი ნებისმიერი პაციენტისთვის, კიდევ ერთხელ დავინტერესდით, რა ხდება რეალურად, მე-18 დაწესებულებაში? აქვე, არსებობს ლოგიკური ეჭვიც, რომ შესაძლოა, იგივე მდგომარეობა იყოს სხვა ციხეებშიც.

“ალია” -ს ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ მარიამ კუბლაშვილს და ჰკითხეს მას, ხომ არაფერი შეცვლილა ბოლო ერთ წელიწადში, რატომ გვიმტკიცებენ დღეს მინისტრები, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცულია?.

მარიამ კუბლაშვილმა უთხრა, რომ ტყუილია, არაფერი შეცვლილა, არანაირი ზომები არ მიუღიათ, არაერთ ბრალდებულს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ფიზიკურად – მედიკამენტები არ არის! – “მე შევუძინე ჩემ ბრალდებულს წამლები. რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, იყიდეთ და შეუგზავნეთო, წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან დანიშნულება არისო. არაფერი სხვა, მადლობა ვუთხარი, რომ ჩემი თანხით ვყიდულობდი წამალს”

მარიამ კუბლაშვილის პოსტი:

Share.