მეტეხის ხიდთან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მტკვრიდან მანქანა უკვე ამოიყვანეს.
მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მეტეხის ხიდთან, მანქანა წყალში ერთი კვირის წინ, 4 მარტსაც გადავარდა.