”მე ეს ახალგაზრდები ვნახე, დახმარება მთხოვეს…” – ნახეთ რისთვის ითხოვეს დახმარება გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე ბაიამ და გიორგიმ

0

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ბაია ბერუაშვილზე და გიორგი შალამბერიძეზე პოსტს აქვეყნებს:
„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად დავეხმარებოდით.
ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს

იყო გუშინ (14 აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც…

ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი. მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.” – წერს მომხმარებელი.
აღნიშნული პოსტი ფეისბუქზე მოპოვებულია ”პრაიმტაიმის”-მიერ…

წყარო: tbilisinews.cc

Share.