თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ მინისტრთან ითხოვს შეხვედრას.
„დარბიან ვირთებივით რომ შეკერონ მასალები. მე ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, თორემ დაძრულია მთელი საქართველო. სლენგიც არის შექმნილი რომ არის მკვლელი მთავრობა, ჯობია გონს მოეგონ.
სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი და მთავრობა, დაასახელონ სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ვინც ჯგუფურად მოკლა ჩემი შვილი. მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, პირადად მინდა ვესაუბრო,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ოჯახს საგამოძიებო უწყებასთან კითხვები აქვს, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.