68 წლის ასაკში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოპერატორი ალეკო აბაშიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
იგი ტელევიზიის საავტორო შემოქმედებითი გადაცემების მთავარი ოპერატორი იყო.
“ალეკო აბაშიძე ტელევიზიაში 1992 წლიდან არაერთ გადაცემაზე მუშაობდა. 31 წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა თავის საქმეს და ამ პროფესიაში არაერთ თაობას გაუკვალა გზა. მაუწყებელი თანაუგრძნობს ალეკო აბაშიძის ოჯახს,
ახლობლებსა და მეგობრებს.” – ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.