“მთელი ცხოვრება შევინახავ ამას…” – ნახეთ რა საჩუქარი გაუგზავნა დემნა გვასალიამ მიხეილ სააკაშვილს ციხეში

0

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დი­ზა­ი­ნერ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მას გა­მო­უგ­ზავ­ნა მა­ი­სუ­რი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თქვა და დემ­ნას სა­ჩუქ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“ეს არის მა­ი­სუ­რი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად გა­მო­მიგ­ზავ­ნა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ­მა ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, არ მინ­და სხვას ვა­წყე­ნი­ნო, უნდა ვთქვა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა.
ის აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი არის. მინ­და დემ­ნას აქე­დან დიდი მად­ლო­ბა შე­ვუთ­ვა­ლო ასე­თი ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რის­თვის. მე ამას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ვი­ნა­ხავ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

Share.