,,მისი მშობლები ცოცხლად დაწვეს რუსებმა, რადგან ქართველი ბიჭუნა შეიფარეს” – ნახეთ რას იხსენებს არჩილ გამზარდია

0

,,დაახლოებით 20 წლის წინ ერთ აფხაზ ქალს ვიცნობდი, თუ სწორად მახსოვს, ძიაპშპა იყო გვარად, ქართული თითქმის არ იცოდა, მაგრამ შეყვარებული იყო ქართველებზე. აფხაზეთიდან დევნილი თბილისში ცხოვრობდა. მახსოვს, მომიყვა, რომ მისი მშობლები რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარ, საოჯახო ბიბლიოთეკაში ცოცხლად დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ბიჭუნა შეიფარეს და არ მოაკვლევინეს ოკუპანტებს.

რუსული ხელი ქართველთა, ჩეჩენთა, უკრაინელთა ეთნიკურ ჟლეტას კი არ ახდენდა მხოლოდ, არამედ მათ შორის აფხაზებსაც, ვინც კი ქართველების მიმართ და საქართველოს მიმართ იყო ლოიალური.

რუსული ფაშიზმი არ ცნობს არც ბავშვს, არც უფროსს, არც ეთნიკურ მდგომარეობას, მისი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის ისიც, ვისაც ვითომდა იცავს, ასე ხოცავდა რუსული ჯალათები აფხაზეთში არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც კი, ვინც ქართველების მტრად არ თვლიდა თავს, ჩეჩნეთში – ჩეჩნებს, უკრაინაში უკრაინელებსა და იმ რუსებს, რომლებიც უკრაინელებს მტრებად არ თვლის.

სასტიკი ისტორიებს ინახავს ჩვენი სამშობლო და ახლობელი ერები, რომელთა ტრაგიკულ სიას უკრაინაც შემოუერთდა.

სამყარო რუსულ ფაშიზმს იმაზე დიდ ხანს ითმენს, ვიდრე იტანდა ჰიტლერულ ფაშიზმს, არ ვიცი, რატომ… არ ვიცი, ზოგმა რატომ აღმოაჩინა, რომ რუსეთი ახლა სჩადის არაადამიანურ დამნაშავეობას მხოლოდ, რატომ ჰგონია ზოგს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად იხილეს ასეთი სისასტიკე, არა… რუსული ხელი დიდი ხანია ასეთ სისასტიკეებს ქმნის და სადაც რუსი ჯალათი გაივლის, იქ მხოლოდ ნამწვავები რჩება.“ – არჩილ გამზარდია.

Share.