“მოემზადეთ, მტერიც და მოყვარეც, უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გარეთ იქნება” – ნახეთ გუბაზ სანიკიძის განცხადება

0

“უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილი იქნება გარეთ, ამიტომ, მოემზადეთ, მტერიც და მოყვარეც, მტერიც მოუმზადებელია და მოყვარეც სხვათაშორის”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის” გადაცემაში “სპექტრი” განაცხადა.
“უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი მათთვის ახლა, ამ სიტუაციაში პირველი ადამიანია, რომელიც პირველად დაუპირისპირდა რუსულ აგრესიას, ასე გამოვიდა…

მიხეილ სააკაშვილი აბოსოლუტურად კრისტალური, სტერილური არის პოლიტიკურად, ქვეყნის შიგნით და გარეთ, იხტუნავეთ ახლა, ყირაზე გაიარეთ, ვენები დაიგლიჯეთ, საწამლავი დალიეთ, თავი ჩამოიხრჩეთ, გამოდით ქუჩაში ქვის სროლა დაიწყეთ. ასეა და პუტინი ვეღარ გიშველით უკვე, თვითონ არის საშველი”, – თქვა სანიკიძემ დავით აქუბარდიას გადაცემაში “სპექტრი”.

Share.