“მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე რადგან… იცოდეთ ცეცხლს ვეთამაშებით…” – ახლახანს ამირან გამყრელიძემ მთელი მოსახლეობა გააფრთხილა

0

ერთი წუთი ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს და დამშვიდების უფლება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხალხი შეკრებას არ წყვეტს, რაც დაუშვებელია.
„ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია
სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა ჩვენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს რეკომენდაციებს და რეგულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ქვეყანაშ კორონავირუსით ინფიცირებული ათასობით ადამიანი იქნება, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და დანაკარგს გამოიწვევს.

„ამიტომ ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები – შევიკავოთ თავი, მწუხრის სუფრა, რაც ვიცით საქართველოში – შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

Share.