“მომწამლეს და გამთიშეს 24 საათი..” – ნახეთ ჟურნალისტ ნანა ლეჟავაზე ეს არავინ იცოდა

0

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ბესლანში მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც მას გადახდა, ის ამბობს, რომ ფეესბეს აგენტებმა იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მოწამლეს.Წლების წინ საკუთარი თავი ვაიძულე ჩემი ცხოვრების 7 დღე დამევიწყებინა და ეს პერიოდი საერთოდ დავბლოკე ჩემს გონებაში! ბესლანში 2004 წლის პირველ სექტემბერს ჩავედით მე და ჩემი ოპერატორი ლევან თეთვაძე. Რაც იქ ვნახე და გამოვიარე, ჩემი ფსიქიკისთვის ადვილი გადასატანი არ ყოფილა. Აქამდე მეგონა, რომ გადავიტანე, მაგრამ ახლა ვხვდები რომ არა, ვერა! ბესლანის ტკივილი პირველად 2008 წელს განახლდა და

მეორედ ახლა, როცა ვხედავ რა ხდება უკრაინაში. Განახლდა ისიც, რაც პირადად გადავიტანე ფეესბეს იზოლატორში- როცა 24 საათიანი გათიშვის შემდეგ მივხვდი, რომ მომწამლეს. Როცა რუსი ჯალათებჲს ხელში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. Სხვათა შორის იქ , იზოლტორში მოწამვლის შესახებ კრინტი არ დამიძრავს. Ეს ერთგვარი თავდაცვა იყო- თუ მიხვდებოდნენ, რომ ვიცოდი რაც დამმართეს, შეიძლება უფრო ცუდად გაგრძელებულიყო ეს ამბავი. Ამიტომ იქ ხმა არ ამომიღია და ვიქცეოდი ისე, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი,თუმცა საშინელი ბრაზი მქონდა. Ახლაც მაქვს ეს სიბრაზე… ყოველ დილით, როცა ტელეგრამ არხებს ვათვალიერებ ის ტკივილი და ჯოჯოხთი ისევ იგივე სიმძაფრით მეორდება! Დიახ, უკრაინა უნდა გახდეს რუსეთის-ამ ბოროტების იმპერიის განაჩენი!

Share.