“მუცელზე დაიძინეთ, ეს საუკეთესო წამალია ფილტვების დასაცავად…” – ცნობილი ქართველი ექიმის კატეგორიული რჩევები

0

ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აფრ­თხი­ლებს ადა­მი­ა­ნებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მი­მარ­თონ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას, მით უმე­ტეს, თვით­ნე­ბუ­რად, ექი­მის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე.
“რაც ეს ეპი­დე­მია და­ი­წყო, ყო­ველ­დღე ვე­სა­უბ­რე­ბი უამ­რავ უც­ნობ ადა­მი­ანს. ვცდი­ლობ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვუ­პა­სუ­ხო მათ კი­თხვებს და და­ვეხ­მა­რო და­ა­ვა­დე­ბის სახ­ლში მარ­თვა­ში (თუ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ).
ძა­ლი­ან ხში­რად ვა­წყდე­ბი შემ­თხვე­ვებს, როცა თვით­ნე­ბუ­რად ღე­ბუ­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ორი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის კომ­ბი­ნა­ცი­ას (სა­ხე­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერ, რომ ვინ­მეს არ გა­უჩ­ნდეს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას! კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა და არის ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ან მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ მე­დი­კა­მენტს არ ვი­ყე­ნებთ!

მე­ტიც, ორი­ვე ამ ცნო­ბილ წა­მალს ახა­სი­ა­თებთ მძი­მე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, მათ შო­რის სიკ­ვდი­ლის რის­კის­შემ­ცვე­ლი არით­მია, ე.წ პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ფიბ­რი­ლა­ცია. არ მი­ი­ღოთ ეს წამ­ლე­ბი ექი­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, გთხოვთ! ჩემს კო­ლე­გებს კი ვთხოვ­დი, ნუ გა­მო­წერთ ამ წამ­ლებს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუქ ფორ­მებს არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა! ასე­თი ფორ­მე­ბის მარ­თვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბია:

1. აღ­რი­ცხეთ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღე.

2. ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით სიმპტო­მებს და ყო­ვე­ლი ახა­ლი სიმ­ტო­მის გა­მოვ­ლე­ნა ასე­ვე აღ­ნიშ­ნეთ (ეს ექიმს და­ეხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ში).

3. მი­ი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი.

4. ეცა­დეთ იკ­ვე­ბოთ სრულ­ფა­სოვ­ნად, რამ­დე­ნა­დაც მო­ა­ხერ­ხებთ. და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ყნოს­ვის და გე­მოს გაქ­რო­ბა და შე­იძ­ლე­ბა კვე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო არ იყოს, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ელექტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სი არ და­ირ­ღვეს და დე­ჰიდ­რა­ტა­ცია არ მოხ­დეს.

5. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით, გა­ა­ტა­რეთ დრო სუფ­თა ჰა­ერ­ზე (ეზო­ში ან აი­ვან­ზე, ნუ ისე­ირ­ნებთ იქ, სა­დაც სხვე­ბი სე­ირ­ნო­ბენ).

6. ეცა­დეთ იძი­ნოთ მუ­ცელ­ზე, ეს გან­სა­კუ­თე­ბით იმათ ეხე­ბა, ვი­საც ხვე­ლა ან სუნ­თვის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი. მუ­ცელ­ზე ძილი (ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ფრო­ნინ­გი) წა­მალ­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა ფილ­ტვე­ბის და­სა­ცა­ვად. ფრო­ნინ­გი არაა რე­კომ­დე­ნი­რე­ბუ­ლი სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის. ამ ჯგუფ­ში ხში­რად, უარ­ყო­ფით შე­დეგ­საც კი ვღე­ბუ­ლობთ.

7. ასე­ვე, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნეთ, შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით ავარ­ჯი­შოთ ფილ­ტვე­ბი რომ აე­რა­ცია სრულ­ფა­სო­ვა­ნი იყოს. არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბა incentive spirometer (ქარ­თუ­ლა­დაც მგო­ნი სპი­რო­მეტ­რი ჰქვია) და ავარ­ჯი­შეთ ფილ­ტვე­ბი ამის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვე­უ­ლებ­რივ აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბა. თუ სპი­რო­მეტ­რი არ გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­სა­ბე­რი ბურ­თი ან ბუშ­ტი გა­მო­ი­ყე­ნოთ და ბე­როთ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე (რაც მეტი მით უკე­თე­სი). და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, მაგ­რამ შე­ე­ცა­დეთ ფილ­ტვე­ბის კარ­გი აე­რა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოთ.

8. სა­სურ­ვე­ლია შე­ი­ძი­ნოთ პულ­სო­მეტ­რი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, თით­ზე წა­მო­საც­ვა­მი მო­წყო­ბი­ლო­ბაა. იყი­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ აფ­თი­ა­ქებ­ში. ამით შეძ­ლებთ სის­ხლში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინგს. მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­უ­ზი­ა­რეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ჯა­მე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს თქვენს ექიმს გა­და­წყვი­ტოს შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. თუ პულ­სო­მეტ­რი არ გაქვთ დარდს ნუ მი­ე­ცე­მით, გა­მოც­დი­ლი ექი­მი ამის გა­რე­შეც მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

8. ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­კონ­ტრო­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ტა­ლი­ნო­ლი, თუმ­ცა ისიც იცო­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად კონ­ტრო­ლი ვერ მო­ხერ­ხდეს. ეს სა­ში­ში არაა, ტა­ლი­ნო­ლი უფრო იმის­თვი­საა სა­ჭი­რომ რომ დის­კომ­ფორ­ტი შე­იმ­სუ­ბუ­ქოთ.

9. არ და­გა­ვი­წყდეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ა­ბე­ტის იდე­ა­ლუ­რი მარ­თვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

10. ეცა­დეთ და­ა­ვა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში არ და­ი­წყოთ რამე ახა­ლი პრე­პა­რა­ტი სხვა და­ა­ვა­დე­ბის სა­მარ­თა­ვად თუ ამის უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს.

11. და­ის­ვე­ნეთ ბევ­რი, ეცა­დეთ გა­ნიტ­ვირ­თოთ და ნუ ჩა­ე­ჭი­დე­ბით ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

12. სა­სურ­ვე­ლია არ მის­დი­ოთ არა­ე­ქი­მი მე­ზობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ბი­ცო­ლე­ბის და მა­მი­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. აირ­ჩი­ეთ ერთი ექი­მი ვი­საც ენ­დო­ბით და მო­უს­მი­ნეთ მას. ბევრ წყა­რო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.

13. ნუ და­ეყ­რდნო­ბით არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს. ინ­ტერ­ნე­ტი სავ­სეა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხში­რად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც კი.

14. არა­ვი­თა­რი სპორ­ტი და დი­ე­ტე­ბი ავა­დო­ბის დროს. სხე­უ­ლის გა­ლა­მა­ზე­ბას და­ა­ვა­დე­ბის გა­დავ­ლის შემ­დე­გაც მო­ას­წრებთ.

15. და ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკაც­რი იზო­ლა­ცი­ის დაც­ვა. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა სიმპტო­მე­ბის გაქ­რო­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში.

16. და ისევ, ნუ მკურ­ნა­ლობთ თვით­ნე­ბუ­რად მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. ეს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია!!!

სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა, დარ­ჩით სახ­ლში, და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი თავი და ამით გა­და­არ­ჩენთ უამ­რავ სი­ცო­ცხლეს.

ხში­რად მწე­რენ, რომ მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი გმი­რე­ბი ვართ. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ამა­ში ვე­რაფ­რით. ჩვენ ვას­რუ­ლებთ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას. როცა ამ პრო­ფე­სი­ას ვირ­ჩევთ, ჩვენ ვი­ცით რომ ის რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ასეთ დროს ვი­ყოთ თქვენს გვერ­დით.

ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სრუ­ლად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვით უფრთხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ და სხვის სი­ცო­ცხლეს. ხში­რად სა­არ­სე­ბო წყა­როს და­კარ­გვის ფა­სად.

და ბო­ლოს, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ლა­ხავთ ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდს. ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­მო­ვალთ აქე­დან მეტი ცოდ­ნით, მეტი გა­მოც­დი­ლე­ბით და ახა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით” – წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

Share.