“მშობლები დახოცა, 16 წლის შვილი კი თოკით დააბა და..” – კახეთში მომხდარი გამაოგნებელი მკვლელობის დეტალები

0

კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ირკვევა, მკვლელობას მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის შვილიც შეესწრო, რომელიც დამნაშავემ თოკით დააბა, შემდეგ მშობლები დაუხოცა და ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ფულის გამოძალვა სახელდება.

“ხელფასი აუღია მაგ ბიჭს ვინც მოკვდა, ამან იფიქრა ფულს დავძალავო, პურის ჭამაზე რომ დამსხდარან უთქვამს ფული უნდა მომცეო. სად მაქვს ფულიო. მოუტანია თოფი. გაქცეულა ის ბიჭი. უკნიდან უსვრია, იქვე წაუქცევია, ახლა ცოლისთვის უსვრია. მოუხერხებია და დაურეკია თბილისში უფროსისთვის, ასეთი რამეა, ჩემი ქმარი მოკლა, მეცა ვკვდებიო და ჩამოგვხედეთო და მომკვდარა ეს გოგოც. ის “აკოშკიდან” გადამხტარა და გაქცეულა, ვერავინ ნახა, შესულან ბალღი დაბმული იყო იქ,” – აცხადებს ადგილობრივი “კურიერთან”.

Share.