“მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო შემძულდა…” – ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკულ გარდაცვალებას მთელი ბათუმი გლოვობს

0

ახალგაზრდა გოგონა ნატა ბერიძე ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ”ჩვენი ნატა გარდაიცვალა არადა როგორ ვლოცულობდით….. არ მჯერა ვერაფრით ვიჯერებ…” – წერს შოთო.
”გლოვობს ბათუმი… გარდაიცვალა ნატა ბერიძე💔 სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები.. სულ მემახსოვრები ისეთი როგორიც “მასკში” გაგიცანი… ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე კურსელებს უნაწილებდი ღიმილებს ბევრი შემიძლია ვისაუბრო შენზე მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ნატალია…..ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. 🙏დღეს მგლოვიარეა ბათუმი😥
—————————————————————————– ———
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველა ლამაზი და ბედნიერი დღე ნატა ბერიძეს… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, კოპწია და ლამაზი ნატა აღარ გვყავს.
ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, “ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე…

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს _ სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”
————————————————————————————–
რომ მცოდნოდა ასე მწარედ იტირებდით, რომ გამეგო სინანული შეგიპყრობდათ, სიკვდილისკენ სანახევროდ გადახრილი დახმარებას მოგანდობდით ჭირისუფალს, ნუ მიტირებთ ცრემლის ზღვაში დავიხრჩობი, მე თქვენამდე ვეღარ მოვალ … რა ვიცოდი სიცოცხლეზე დანატრებულს სიკვდილი თუ ასე მალე გამაქრობდა, უცაბედად დამეხუჭა თვალები და უფლისაგან გზა ზეცისკენ დამელოცა, მაპატიეთ თუ ბევრი რამ ვერ გითხარით, ბედისწერა დიდხანს ვეღარ დამელოდა.
ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება ,ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს, დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს, უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს. ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად, ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს… ალბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა, დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს, ეხლა ყველაფერი თითქოს გვიანია, ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება, შენი გულისტკენა ყველას გვინანია, ვხვდებით რომ ნატა ძლიერ-ძლიერ გვენატრება…” – წერს შოთო სიხარულიძე.

Share.