„მხოლოდ 19 წლის იყო…” – ცნობილია, მტკვარში გადავარდილი მანქანის მეოთხე მგზავრის ვინაობა

0

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.
მეორე ცხედარი ეკუთვნის 19 წლის დავით ოსეტროვს, რომელიც მოსკოვიდან იყო ჩამოსული და ბიჭებთან ერთად იჯდა მანქანაში.
ორივე ბიჭის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

„პრაიმტაიმს“ ახლობელი ეუბნება, რომ მესამე ბიჭის ძებნა, ამ დრომდე გრძელდება და ის, გიორგი შამუგიაა.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

Share.